Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, საჰაერო დარტყმები ცვლის ვითარებას რეგიონში


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს შეფასებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთი მეამბოხეების ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ სირიასა და ერაყში განხორციელებული საჰაერო დარტყმები ცვლის ვითარებას რეგიონში. როგორც იუწყებიან, დავუთოღლუმ ამ საკითხზე ისაუბრა 27 ივლისს თურქეთის გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრისას. მისივე თქმით, თურქეთის მიერ ძალის გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს ვითარება სირიაში, ერაყსა და მთელს რეგიონში. დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს სირიაში სახმელეთო ძალების გაგზავნას. თურქეთი დათანხმდა აშშ-ს, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს ზომიერ მეამბოხეებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან ბრძოლისას. 26 ივლისს თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ზედიზედ მესამე დღეს იერიშები განახორციელეს ქურთი მეამბოხეების ბანაკებზე ჩრდილოეთ ერაყში. მანამდე ქურთმა ექსტრემისტებმა მოკლეს ორი და დაჭრეს ოთხი თურქი ჯარისკაცი თურქეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG