Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა სერბიის საზღვართან დამცავი კედლის მშენებლობა დაიწყო


უნგრელმა ჯარისკაცებმა სერბიის საზღვართან დაიწყეს იმ დამცავი კედლის მშენებლობა, რომელმაც, ბუდაპეშტის ჩანაფიქრით, უნდა აღკვეთოს არალეგალური ემიგრანტების მასობრივი შესვლა ევროკაშირში. ქვეყნის სამხრეთში მდებარე სოფელ ასოტალომთან მობილიზებულმა მძიმე ტექნიკამ 3 აგვისტოს მიწაში ასობით მეტალის ბოძი ჩაასო, პირველადი კონსტრუქციები, რომელზე 4 მეტრი სიმაღლის კედლები უნდა აიგოს. უნგრეთის მთავრობა 31 აგვისტოსთვის გეგმავს სასაზღვრო კედლის მშენებლობის დასრულებას. 2015 წლის განმავლობაში უნგრეთში შეღწევა მოახერხა სულ მცირე 100 ათასმა მიგრანტმა, მათი უდიდესი უმრავლესობა სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG