Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ავტოკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის აღმოსავლეთში ავტობუსების შეტაკების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით ორი საქალაქთაშორისო ავტობუსი ერთმანეთს ხაბაროვსკის რეგიონში შეეჯახა. 50-ზე მეტი მგზავრია დაშავებული, რამდენიმე მათგანის ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ავარიის მიზეზი დგინდება.

XS
SM
MD
LG