Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ვერ ხედავს საქართველოში ფქვილის გაძვირების საფუძველს


სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ვერ ხედავს საქართველოში ფქვილის გაძვირების საფუძველს. მისი ინფორმაციით, წელს საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია. "შესაძლოა, ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შესარევადმისაღები ხარისხი აქვს, რასაც ემატება საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაიაფება და, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ. კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ 17 აგვისტოს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან ყოველი ორშაბათი იქცა ფქვილის გაძვირების დღედ და თუ ამ პროდუქტის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, საქართველოში პური მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება.

XS
SM
MD
LG