Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარები ატარებენ კონტრიერიშს ქალაქ კუნდუზზე კონტროლის აღსადგენად


ავღანეთის უშიშროების ძალებმა წამოიწყეს კონტრიერიში ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუნდუზის ასაღებად მას შემდეგ, რაც ის ორშაბათს დაიპყრეს თალიბებმა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის 29 სექტემბრის განცხადებით, მან მინისტრებს, სარდლებსა და უშიშროების ძალების ხელმძღვანელობას დაავალა, პირველ რიგში, სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვა: „ავღანეთის უშიშროების ძალებმა დღეს წინსვლას მიაღწიეს კუნდუზის პროვინციაში. მათ დაიპყრეს სამთავრობო შენობების ნაწილი. დამატებითი ჯარები ჩავიდნენ კუნდუზსა და ბაღლაში და კუნდუზში მალე ჩავა ეროვნული არმიის ბატალიონიც“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა. ხოლო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთავრობის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს კუნდუზის ციხეზე და პროვინციის პოლიციის შტაბ-ბინაზე. ამასობაში, ნატოს პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს თალიბანის პოზიციები კუნდუზის მახლობლად. 28 სექტემბერს სამხედროებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აეროპორტისკენ დაიხიეს მას შემდეგ, რაც თალიბებმა მთავრობის შენობები აიღეს და ასობით პატიმარი გაუშვეს ციხიდან. ბოლო 14 წლის განმავლობაში კუნდუზი არის პროვინციის პირველი დედაქალაქი, რომელიც თალიბებმა აიღეს.

XS
SM
MD
LG