Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესსამსახური: ცნობა ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს ცნობას თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ. „პირველმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამავე ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ღარიბაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.

XS
SM
MD
LG