დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელორუსიის რესპუბლიკაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინსკში პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება ბელორუსიის მთავრობის სახლში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს უმასპინძლებს ბელორუსიის პრემიერი ანდრეი კობიაკოვი. მათიპირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოსა და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციათა მოლაპარაკება. მინსკში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ბელორუსიის პარლამენტის ხელმძღვანელებს და მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმში. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ბელორუსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.
ყველაზე პოპულარული
1