Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე


სირიაში დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 39 წლის ვახა ბუგიევი - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ექსტრემისტებს შეუერთდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობითვე, ოჯახმა ბუგიევის დაღუპვის შესახებ 10 აპრილს, ღამით შეიტყო. ვახა ბუგიევი სირიაში დაღუპული მე-15 პანკისელია.

XS
SM
MD
LG