Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეობის კანდიდატთა პასუხი საპარლამენტო უმრავლესობას


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საჭიროა კონსულტაციები. მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ, განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ არასწორია, როცა მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატურების კვალიფიკაციის თუ სხვა, საყოველთაოდ აღიარებული, კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ უპასუხებს სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა კანდიდატებთან ერთად მზად არის საგნობრივი და შინაარსობრივი სახის დისკუსიაში კიდევ ერთხელ ჩაერთოს და ყველა კითხვას ამ თემის ირგვლივ პასუხი გასცეს.

XS
SM
MD
LG