ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა შეთანხმებას, რომელიც რეგიონის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, და რომელიც ირანმა და ინდოეთმა გააფორმეს ირანის ნავსადგურ ჩაბაჰარის განვითარების შესახებ. მოდის თანახმად, ინდოეთი აპირებს 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადოს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ნავსადგურის განსავითარებლად. ნავსადგურის მუშაობას ინდოეთი წარმართავს. ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თანახმად, ეს პროექტი შეიძლება გადაიქცეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდ სიმბოლოდ. თეირანში სამმხრივი შეთანხმების ხელმოსაწერად 23 მაისს ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი. თეირანი, ნიუ-დელი და ქაბული ითანამშრომლებენ ჩაბაჰარის ნავსადგურის პაკისტანის გვერდის ავლით, სატრანზიტო ცენტრად გადაქცევის საქმეში. მოდი და როჰანი ესწრებოდნენ აერონავტიკის, ბიოტექნოლოგიის, ნანოტექნოლოგიის და ანტიტერორიზმის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერას.
ყველაზე პოპულარული
1