Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრის გამო


ბელგიაში პროკურორების განცხადებით, 21 ივნისს ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, როგორც გაირკვა, ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრის გამო. ამ ცნობით, „ფსიქიკური პრობლემების“ მქონე მამაკაცს მარილი და ნამცხვარი ჰქონდა ჩადებული ასაფეთქებელი ქამრის ბუტაფორიაში. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, აქვს თუ 26 წლის მამაკაცს კავშირი ტერორისტულ ჯგუფებთან. მან განაცხადა, რომ მოუწოდეს, შეუერთდეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში. ბელგიაში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც წელს მარტში ბრუსელის აეროპორტსა და მეტროში აფეთქებები მოეწყო და 32 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG