”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულ სალომე ჩარკვიანსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მათ სასამართლოს სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად შუამდგომლობით უკვე მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდების მხარემ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები -სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან; წარსულში არ არის ნასამართლევი; საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურამ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად
ყველაზე პოპულარული
1