საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა არაბულმა კოალიციამ განაცხადა, რომ ავიადარტყმა, რომელიც 8 ოქტომბერს განხორციელდა იემენში სამგლოვიარო პროცესიაზე, შეცდომის შედეგია. რეიტერის ცნობით, სამხედრო კოალიციას არასწორი ინფორმაცია მოეპოვებოდა და მიაჩნდა, რომ ცეცხლს უშენდა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფების, ჰუთიტების პოზიციებს. სამგლოვიარო პროცესიაზე საავიაციო იერიში განხორციელდა იემენის დედაქალაქ სანაში და 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 500-ზე მეტი დაიჭრა. ინციდენტის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა გადახედოს კოალიციის მხარდაჭერის პირობებს.
არაბული კოალიცია: 8 ოქტომბერს იემენში სამგლოვიარო პროცესიაზე ავიადარტყმა შეცდომით განხორციელდა
ყველაზე პოპულარული
1