მოსულზე შეტევითი ოპერაცია მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ აბადიმ განაცხადა.„საბრძოლო ქვედანაყოფები ქალაქისკენ უფრო სწრაფად მიემართებიან, ვიდრე ამას მოველოდით და უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ოპერაციის დაგეგმარებისას ვფიქრობდით“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა. 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაიწყო ახალი შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განდევნას. „ოპერაცია ერთბაშად სამ ფრონტზე წარმოებს“, - ნათქვამია ქურთების სამხედრო ძალების „ფეშმერგას“ სარდლობის მიერ 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ექსტრემისტთა პოზიციებს ჰაუბიცებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან ცეცხლს უშენენ არტილერისტები, ჰაერიდან-სამხედრო შვეულმფრენები. ერაყის სამთავრობო ძალებისა და „ფეშმერგას“ ერთობლივი ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ მოსულზე მეოთხე დღეა გრძელდება. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს ექსტრემისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.
ყველაზე პოპულარული
1