ორი პაკისტანელი სამოქალაქო პირი და ერთი ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლა სროლას, რომელიც მოხდა ინდოეთის და პაკისტანის სადავო ქაშმირში, სასაზღვრო ზონაში. ეს ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა. პაკისტანის არმიის თანახმად, 24 ოქტომბრის სროლის შედეგად ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, მოკლეს სოფელ ჯანგროლაში, სადაც დაჭრილია სხვა შვიდი პირი. ინდოეთის არმიის ცნობით, ერთი მისი ჯარისაცი მოკლეს, მეორე - დაჭრეს. ქაშმირი ამ ორ სახელმწიფოს შორის ორ ნაწილადაა გაყოფილი იქ ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ. ორივე მხარეს პრეტენზიები აქვს ჰიმალაის ამ რეგიონზე, რომლისთვისაც მათ ორი ომი ჰქონდათ ერთმანეთთან.
ყველაზე პოპულარული
1