Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს


რუსეთმა განაცხადა, რომ დატოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს რუსეთმა ვერ მიიღო საბჭოს წევრად არჩევისათვის საკმარისი ხმები. რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალოვამ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას უწოდა „დროებითი ვითარება“, რაც არ მოახდენს გავლენას რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვაზე. 28 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, რუსეთზე მეტი ხმები მიიღეს უნგრეთმა და ხორვატიამ, რომლებიც საბჭოს ახალი წევრები გახდებიან.რუსეთის წევრობის ვადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 2016 წლის ბოლოს იწურება. კენჭისყრამდე ათობით უფლებათადამცველმა ორგანიზაციამ მოითხოვა რუსეთის გარიცხვა ადამიანის უფლებათა საბჭოდან, სირიაში რუსი სამხედროების მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG