Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და კლინტონი „მერყევ შტატებში“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ


აშშ-ისი საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი აგრძელებენ ქვეყანში მოგზაურობას და ბოლო მცდელობას მიმართავენ, რათა მიიმხრონ ამომრჩევლები 8 ნოემბრის არჩევნების წინ. ტრამპი სტუმრობდა „მერყევ შტატებს“, პენსილვანიას, ჩრდილოეთ კაროლინას და ფლორიდას, სიდიდით მესამე შტატს, სადაც წინასწარი გამოკითხვებით, კანდიდატები ახლოს არიან ერთმანეთთან. ტრამპი კამპანიას 6 ნოემბერს გააგრძელებს ტრადიციულად დემოკრატიული პარტიის მომხრეთა შტატებში. კლინტონმა მიზნად დაისახა, მობილიზება გაუკეთეოს დემოკრატთა მომხრე ძალებს, შავკანიანებს, ესპანურენოვან მოსახლეობას და ქალებს. ბოლო გამოკითხვით, რომელიც „ეი-ბი-სიმ“ და "ვაშინგტონ პოსტმა" ჩაატარეს, კლინტონი ხუთი პროცენტით ასწრებს ტრამპს. მაგრამ საშუალო მაჩვენებელი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ხუთ ნოემბერს ინციდენტი მოხდა ნევადაში, როცა, ტრამპის საჯაროდ გამოსვლისას ის მისმა დაცვამ სცენიდან სასწრაფოდ გაიყვანა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყალბი განგაშის გამო.

XS
SM
MD
LG