ევროპარლამენტი მომავალ კვირაში, სტრასბურგში დანიშნულ პლენარულ სესიაზე განიხილავს ლიბერალური სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმს, რომლის ამოქმედება აუცილებელი წინაპირობაა შენგენის ზონაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლისთვის. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკითხის განხილვა 14 დეკემბერსაა დაგეგმილი, კენჭისყრა კი 15 დეკემბერს. „შეჩერების მექანიზმზე“ 7 დეკემბერს, ბრიუსელში შეთანხმდნენ, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი, 8 დეკემბერს კი „შეჩერების მექანიზმს“ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა.
ყველაზე პოპულარული
1