Accessibility links

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე


საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის მიერ წარდგენილ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. განმარტებითი ბარათის თანახმად, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და 4%-ს შეადგენს მშპ-ს რეალური ზრდის და დეფლატორის პროგნოზი. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი ცხრა-ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი კი, თერთმეტ მილიარდს. მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები. თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10-10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები. მომავალი წლიდან დაგეგმილია აქციზის გადასახადის გაზრდა თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე.

XS
SM
MD
LG