Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა


ვარშავაში პარლამენტის შენობის წინ წუხელ გაიმართა დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც გადაკეტეს შენობის შესასვლელი და პარლამენტიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ ქვეყნის მმართველი, „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის დეპუტაციას. შენობაში ამ დროს იმყოფებოდა პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკიც, რომელმაც პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო მხოლოდ დილით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. საპროტესტო აქცია ვარშავაში პარლამენტის წინ დაიწყო ხუთშაბათს, რათა დეპუტატებს არ მიეღოთ 2017 წლის ბიუჯეტი და კანონი, რაც პოლონეთის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების შემცირებას ითვალისწინებს. ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კენჭისყრა არალეგიტიმურია, რადგან ხმის მიცემა მოხდა არა პლენარული სხდომების დარბაზში, არამედ შენობაში, რომელიც არ არის აღჭურვილი ხმების დათვლის ელექტრონული სისტემით.

XS
SM
MD
LG