Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში, რომელიც სტამბოლში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს და პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს. გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

XS
SM
MD
LG