Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში, ერთ საარჩევნო უბანში გაიმართა მნიშვნელოვანი ხელახალი კენჭისყრა


მაკედონიაში ერთ საარჩევნო უბანში გაიმართა ხელახალი კენჭისყრა, რომელმაც შესაძლოა მომავალი პარლამენტის ბედი გადაწყვიტოს და დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის მმართველ კონსერვატორებს უმრავლესობა წაართვას. 11 დეკემბრის არჩევნების ხელახალი ტური ჩატარდა ეთნიკური ალბანელებით მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთში. გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ მიიღო მას შემდეგ, რაც მთავარმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საარჩევნო დარღვევებზე განაცხადა. 11 დეკემბრის შედეგებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის კონსერვატიული ორიენტაციის პარტიამ 120 ადგილიან პარლამენტში მოიპოვა 51 ადგილი, სოციალ-დემოკრატებმა - 49. ახალი პარლამენტის შემადგენლობა დიდწილადაა დამოკიდებული ხელმეორე კენჭისყრის შედეგებზე.


XS
SM
MD
LG