ექსტრემისტულმა გაერთიანება, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა სისხლიანი თავდასხმისთვის სტამბოლში, ახალი წლის ღამეს, როცა 39 ადამიანი იქნა მოკლული და ათეულობით დაჭრილი. ექსტრემისტების მიერ 2 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ხალიფატის ჯარისკაცმა“ მოაწყო თავდასხმა, სადაც „ქრისტიანი უსჯულოები“ თავიანთ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. თურქული პრესა იტყობინებოდა, რომ თურქეთის უშიშროების სამსახურს ეჭვი სწორედ „ისლამურ სახელმწიფოზე“ ჰქონდა მიტანილი. სავარაუდოდ, თავდასხმის მომწყობი უზბეკეთიდან, ან ყირგიზეთიდან იყო. ძებნა პირისა, რომელიც ინციდენტის ადგილიდან მიიმალა, გრძელდება. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, დაკავებული რვა პირი. ამავე ცნოიბთ, უშიშროების სამსახურები ახლოს არიან დამნაშავის პიროვნების დადგენასთან. თავდასხმისას მოკლული 39 პირიდან, 24 უცხოელია. დაჭრილია 69 ადამიანი, ოთხი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთის საკონსულოს თანახმად, ერთ-ერთი მსხვერპლი რუსეთის მოქალაქეა. თავიდან ისაზერბაიჯანის მოქალაქე ეგონათ. დახოცილებს შორის ერთი საუდის არაბეთის მოქალაქეა, ერთი კანადელი, ორი იორდანიელია, ორი ერაყელი, სამი ლიბანელი, სულ მცირე, ერთი ტუნისელი, ორი ინდოელი, ერთი ისრაელელი არაბი, ერთი თურქული წარმოშობის ბელგიელი და ერთი ლიბიელი. თავდამსხმელმა მოკლა პოლიციელი და ერთი სხვა პირი „რეინის“ მაღალი კლასის, ღამის კლუბის შესასვლელთან სტამბოლის ორთაქოის რაიონში და შემდეგ კლუბში მყოფთ გაუხსნა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან. ახალი წლის დადგომიდან ერთი საათის შემდეგ, როცა ინციდენტი მოხდა, კლუბში 500-700 ადამიანი იმყოფებოდა.
ყველაზე პოპულარული
1