პრაღაში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჩერნი, ღვაწლმოსილი ქართველოლოგი, მეცნიერი და მთარგმნელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩეხოსლოვაკიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული ლიტერატურისა და ენის პოპულარიზებაში. ვაცლავ ჩერნი ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან დაუკავშირდა საქართველოს, სადაც მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან: თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან, ჯემალ ქარჩხაძესთან, ოტია იოსელიანთან, არჩილ სულაკაურთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, ნოდარ დუმბაძესთან, გურამ ფანჯიკიძესთან და რეზო ჭეიშვილთან. თითოეული მათგანის ნაწარმოებები მოგვიანებით ვაცლავ ჩერნიმ ჩეხურ ენაზე გადათარგმნა. იმ დროის თანამედროვე ქართველი მწერლების გარდა, ვაცლავ ჩერნიმ ჩეხურ ენაზე გადათარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის “თეთრი საყელო”, ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელი” და ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა კრებული - „დანგრეული ბუდეები“. მოამზადა და ჩეხურ ენაზე გამოსცა სახელმძღვანელო “ქართული ენის საფუძვლები”. ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის ვაცლავ ჩერნი 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.
ყველაზე პოპულარული
1