Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლების ფონზე რუმინეთის მთავრობამ გააუქმა კანონი კორუფციის შესახებ


მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ოფიციალური კორუფციის გარკვეული ფორმების დეკრიმინალიზაციას. „კანონი გაუქმებულიაო“, უთხრა როიტერის სააგენტოს მთავრობის წარმომადგენელმა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ განაცხადა, რომ მთავრობა ამ კანონს უკან წაიღებდა. არ მინდა, რუმინელი ხალხის გახლეჩა გამოვიწვიოო, უთხრა გრინდეანუმ ჟურნალისტებს. უკვე მეხუთე დღეა, ათიათასობით მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს. პოლიციის შეფასებით, 4 თებერვალს აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაუტოლდა 330,000-ს, რაც ყველაზე დიდი რიცხვია მას შემდეგ, რაც 1989 წელს კომუნისტი დიქტატორი, ნიკოლაე ჩაუშესკუ დაამხეს. გრინდეანუს განცხადების ტელევიზიით გადაცემის მომენტში, პოლიციის შეფასებით 170 ათასამდე დემონსტრანტი მისი ოფისის წინ იყო შეკრებილი და გაჰყვიროდა ლოზუნგებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG