20 თებერვალს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აეროპორტში მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოში „ციანიდის საქმეზე“ მიმდინარე აჟიოტაჟზე.„ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას, - ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ეჭვმიტანილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაში. ამ საქმის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როდესაც ილია მეორე გერმანიაში იმყოფებოდა სამკურნალოდ. მას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა ნაღვლის ბუშტზე. გერმანელი და ქართველი ექიმების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაირა და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.
ყველაზე პოპულარული
1