Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან ტერორისტულ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა


თვითმკვლელის მიერ ავტომანქანაში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანი ემსხვერპლა სირიის ქალაქ ალ-ბაბთან. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც სირიელმა მეამბოხეებმა, რომელთაც თურქეთი უმაგრებს ზურგს, "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი წაართვეს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ცნობა ინტერნეტით, რომ თვითმკვლელმა თავისი მანქანა შეაჯახა და ბომბი ააფეთქა თურქი ჯარისკაცების და განდგომილების ჯგუფში. ლონდონიდან, სირიის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა მეამბოხეთა გამშვებ პუნქტთან, სუსიანში, ალ-ბაბის მახლობლად. ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრშია, მეამბოხეთა თქმით, მათ 23 თებერვალს დაიკავეს.

XS
SM
MD
LG