Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის აპარატში უშიშროების საბჭო, თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება


საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო გარდაიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო. „ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს. სპეციალური მუხლი იქნება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

XS
SM
MD
LG