Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მიწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის უფლებადამცველები და ეს ინსტიტუტი მუდმივად დააკვირდება საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და პროცესების განვითარებას, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში. „ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, დაინტერესებულნი ვართ ინსტიტუტების დაცვით და გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული დისკუსიის გამო, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 3 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა "რუსთავი2-ის" საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის მფლობელების თხოვნა შუალედური ღონისძიების ამოქმედების შესახებ.

XS
SM
MD
LG