Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი ინტელიგენციას აკისრებს პასუხისმგებლობას 1917 წლის რევოლუციაზე


რუსეთის პატრიარქის, კირილეს აზრით, პირველ რიგში, ინტელიგენციას მიუძღვის ბრალი 1917 წლის რევოლუციაში. მისი თქმით, „ხორცის საკეპი მანქანა, რომელშიც მთელი ინტელიგენცია გაატარეს, წარმოადგენს იმ დანაშაულების შედეგს, რომლებიც ინტელიგენციამ ჩაიდინა რწმენის წინააღმდეგ, ღმერთის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა ეს შეფასება გამოთქვა მოსკოვში, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. იქვე პატრიარქმა უკმაყოფილება გამოთქვა 1917 წლის მოვლენებზე „ისტორიული არგუმენტების ომის“ გამო. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ აზრთა სხვაობა არ გადაიზარდოს ახალ სამოქალაქო კონფლიქტებში. 2017 წლის დეკემბერში პატრიარქმა კირილემ „დიდი დანაშაული“ უწოდა 1917 წლის რევოლუციას.

XS
SM
MD
LG