Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის ცენტრში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოცამდე ადამიანი


ნიუ-იორკის ცენტრში, ტაიმს სკვერზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა, რის შედეგადაც, მიღებული ცნობებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოცამდე ადამიანი. ეს ინფორმაცია დაადასტურა როგორც ადგილობრივმა პოლიციამ, ისე სახანძრო რაზმის წარმომადგენელმა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი არ უკავშირდება რაიმე ტერორისტულ ქმედებას. მანქანის მძღოლს ალკოჰოლის შემოწმებას უტარებენ. მიუხედავად ამისა, დაწყებულ გამოძიებაში, პოლიციასთან ერთად, ჩაებნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები. ინციდენტი ადგილობრივი დროით შუადღისას მოხდა.

XS
SM
MD
LG