Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გერმანიას შეუტია ვაჭრობის და ნატოს გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის გზით ჩივილი გამოთქვა აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის გამო გერმანიის მიმართ. სიტყვიერი დაპირისპირება გასულ კვირაში დაიწყო ტრაპის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს. 30 მაისს, ტრამპმა, ასევე გააფრთხილა გერმანია კიდევ ერთხელ, რომ მეტი უნდა გადაიხადოს თავდაცვის საქმეში ნატოს მხარდასაჭერად. ტრამპის თქმით, ვითარება შეიცვლება. ჩვენ გერმანიასთან ფართო სავაჭრო დეფიციტი გვაქვს, ამას დაერთვის ის, რომ ისინი ბევრად ნაკლებს იხდიან, ვიდრე მოვალე არიან გაიღონ ნატოსადა სამხედრო სფეროში. ტრამპის თქმით, ეს აშშ-ისთვის ძალიან ცუდია, და ეს შეიცვლება. ტრამპის მიმართ კრიტიკა გამოითქვა გერმანიის მხრიდან მას მერე, რაც მან ევროპაში თავისი პირველი მოგზაურობა დაასრულა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 30 მაისს, მანამდე კი, 28 მაისს, განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ბერლინმა ურთიერთობები უნდა განავითაროს სხვა საკვანძო ქვეყნებთანაც. 28 მაისს მიუნხენში მერკელმა თქვა, რომ ევროპამ თავისი ბედი ხელში უნდა აიღოს და უნდა გადაიქცეს აქტიურ მოთამაშედ საერთაშორისო საქმეებში. 29 მაისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბიელი დაესხა თავს აშშ-ს და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის „ახლომხედველური“ პოლიტიკა ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ასუსტებს დასავლეთს.

XS
SM
MD
LG