Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ოთხი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 3 ივლისის დილას, სულ ცოტა, ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად. სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის პროვინციის პოლიციის ცნობით, სამოქალაქო პირები ავტომანქანაში ისხდნენ, როცა აფეთქება მოხდა. დაიჭრა ერთი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG