Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პენსიას იღებს 725 963 ადამიანი


პენსიონერთა რიგი ბანკთან
პენსიონერთა რიგი ბანკთან

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია. როგორც ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, პენსიონერებისათვის ყოველთვიურად გადარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 131 მილიონ ლარს. საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია განისაზღვრება 180 ლარით, ანუ ამერიკული 75 დოლარით, რითაც საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბოლოდან მეხუთე ადგილზეა და უსწრებს მხოლოდ უკრაინას, მოლდავეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. ყველაზე მაღალი პენსია კი დადგენილია ესტონეთში - 434 $, მეორე ადგილზეა ლატვია - 315$, მესამეზე კი ლიტვა, სადაც საშუალო პენსია 286 $-ს შეადგენს. 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საქართველოს ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

XS
SM
MD
LG