Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა ჯონ ჰანსმენის კანდიდატურა


აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა ჯონ ჰანსმენის კანდიდატურა. რესპუბლიკელ ჯონ ჰანსმენს სხვადასხვა დროს ეკავა იუტის შტატის გუბერნატორის და სინგაპურსა და ჩინეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობები. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ელჩის პოსტზე ჯონ ჰანსმენის კანდიდატურა 2017 წლის ივლისში წარადგინა. სენატში, საკომიტეტო მოსმენების დროს ჰანსმენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა მოსკოვის პოლიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევით ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ჯონ ჰანსმენის ოჯახი ფლობს ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ, ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, რომელსაც რუსეთშიც აქვს კომერციული ინტერესები.

XS
SM
MD
LG