Accessibility links

ამერიკელი კონგრესმენები იძიებენ სოციალური მედიის როლს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისას


ამერიკელი კონგრესმენები ცდილობენ დაადგინონ, რა როლს ასრულებდნენ მსოფლიოს უდიდესი სოციალური მედია და ინტერნეტკომპანიები რუსეთის სავარაუდო მცდელობისას, გავლენა მოეხდინა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე. ფეისბუკის, გუგლისა და ტვიტერის ხელმძღვანელობის წევრები 31 ოქტომბერს არიან დაბარებული სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ხოლო 1 ნოემბერს - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტებში. სამივე კომიტეტი მონაწილეობს გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება აშშ-ის დაზვერვის უწყებების მიერ იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშს: ამ ტექსტში მოსკოვს ადანაშაულებენ ჰაკერული თავდასხმებისა და პროპაგანდის შემცველი კამპანიის წარმოებაში აშშ-ში 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. 30 ოქტომბერს ფეისბუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეისბუკის მომხმარებელი 126 მილიონამდე ამერიკელი გაეცნო რუსეთის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ რეკლამას და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მასალებს. ეს ინფორმაცია, ისევე როგორც ტვიტერის მიერ გაკეთებული განცხადება ცხადჰყოფს, რომ რუსეთი გაცილებით უფრო აქტიურად ცდილობდა აშშ-ში პოლიტიკურ დისკურსზე გავლენის მოხდენას, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG