Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა კაცი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა ნიუ-იორკში მოწყობილი თავდასხმის შედეგად


თავდასხმის ადგილი
თავდასხმის ადგილი

რვა კაცი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა ნიუ-იორკის ქვემო მანჰეტენის რაიონში, სადაც პიკაპის ტიპის ავტომანქანა ველოსიპედისტთათვის განკუთვნილ ბილიკზე შეიჭრა. პოლიციის ცნობით, მანქანას მართავდა უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი, რომელიც 2010 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, თავდასხმას უწოდა „ლაჩრის ჩადენილი ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ“. სამართალდამცველთა ინფორმაციით, საიპოვი მარტო მოქმედებდა და თავდასხმის დროს ყვიროდა, ალაჰი დიდიაო. პისტოლეტები, რომლებიც მას ეჭირა, ყალბი გამოდგა.

XS
SM
MD
LG