Accessibility links

ტრამპმა იმიგრანტების კიდევ უფრო მკაცრი შემოწმების ბრძანება გასცა, ნიუ-იორკში თავდასხმის ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება კიდევ უფრო მკაცრად შემოწმდნენ იმიგრანტები, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა უზბეკეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია "ტერორისტული აქტის" მოწყობაში და რვა ადამიანის მოკვლაში, ნიუ-იორკში, 31 ოქტომბერს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუბრძანე კიდევ უფრო გაამკაცროს ჩვენი ისედაც ძლიერი შემოწმების პროგრამა. პოლიტიკური კორექტულობა კარგია, მაგრამ არა საამისოდ" - წერს ტრამპი ტვიტერით, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თავდასხმა განახორციელა "ძალიან ავადმყოფმა და შეშლილმა პირმა". ნიუ-იორკის პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც მათ დაჭრეს და შემდეგ დააკავეს, გამოიყენა ნაქირავები მინიავტობუსი და მისით შეიჭრა ფეხით მოსიარულეების და ველოსიპედისტების სავალზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ერთ დროს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი კოშკები იდგა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო ჰაბიბულაევიჩ საიპოვია, რომელიც აშშ-ში ლეგალურად ჩავიდა 2010 წელს. მისი საიმიგრაციო სტატუსი ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, პოლიციის თქმით. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს და სკოლის ავტობუსს შეაჯახა, მან დაიყვირა "ალაჰუ აკბარ". ტაშკენტში, უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზოევმა განცხადება გაავრცელა საგარეო სამინისტროს ვებსაიტზე, რომელშიც ამბობს, რომ მისი მთავრობა "მზადაა გამოიყენოს მთელი მისი ძალა და რესურსი, ამ ტერორის აქტის გამოძიებაში დახმარების გასაწევად."

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG