Accessibility links

ნატოს ლიდერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმსჯელეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ალიევმა კვლავ გამოთქვა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ბაქოს მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება მეზობელი სომხეთის მიმართ. ხოლო სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კონფლიქტი შეშფოთებას იწვევს ნატოში. მანვე დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, „თავიდან აიცილონ ყოველგვარი ესკალაცია“. ამავე პრესკონფერენციაზე ალიევმა აღნიშნა, რომ სეპარატისტული რეგიონის გარშემო ვითარება „სამწუხაროდ, არ იცვლება“ და რომ სომხეთი ცდილობს „სტატუს კვოს შენარჩუნებას“. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით დაამყარეს კონტროლი მთიან ყარაბაღზე, 1990-ანი წლების დასაწყისის ომის შედეგად. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG