Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს სააკაშვილი


უკრაინის ოპოზიციური გაერთიანება „ბატკივშჩინის“ ლიდერმა,უკრაინის პრეზიდენტს მიმართა, არ შეარცხვინოს უკრიანა და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. „ბატონო პრეზიდენტო, მმართველობის მეოთხე წელს თქვენ გახდით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს, რასაც იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დასრულდა. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი!“ - აღნიშნავს იულია ტიმოშენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერილ განცხადებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს კიევში. იგი ეჭვმიტანილია 256-ე მუხლის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

XS
SM
MD
LG