Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშა დაიღუპა თბილისში, სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევის შედეგად


ერთი მუშა დაიღუპა და ერთი დაშავდა თბილისში, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ამოყირავდა სატვირთო ამწე. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თბილისის მერიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის გამო, სამშენებლო ობიექტს შეისწავლის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბაგრატიონი. სასტუმრო „მეტეხის“ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „დეკო.“

XS
SM
MD
LG