Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 23 ქვეყნის დიპლომატები გააძევა


რუსეთმა 30 მარტს ქვეყნიდან გააძევა იმ სახელმწიფოების დიპლომატები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლისადმი პროტესტის ნიშნად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარეს და ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლები გააძევეს ქვეყნიდან.
“იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და ჩერნოგორია შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG