Accessibility links

დაკავებულია 13 აპრილს თბილისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი


შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდმცავებმა თელეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1972 წელს დაბადებული ვ.ბ.. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ "მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა". შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და მასზე დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებითვე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თ.გ.-მ და დედამისმა პოლიციის განყოფილებაში დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. "პოლიციაში შვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებული ეჭვმიტანილის შესახებ სამართალდამცავი უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი ორი მუხლით: ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში. 1972 წელს დაბადებულმა ვ.ბ.-მ 2017 წლის 25 მაისს, პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელის განახევრების შემდეგ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG