Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლია მის მიმართ მუქარის შესახებ წერს და სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს


ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუკზე მის მიმართ მუქარისა და საფრთხის შესახებ წერს. ცნობილი ჟურნალისტი ხელისუფლებას მიმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს. „მინდა, დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს!“ - წერს ინგა გრიგოლია სტატუსში, რომელშიც აღწერს რამდენიმეწლიანი მუქარის ამბავს - 2011 წლიდან როგორ ურეკავდა მას უცნობი პირი ციხიდან, 2013 წლიდან კი უკვე ამნისტირებული, ირწმუნებოდა, რომ მისი ქმარია: „რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემს შვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია)“, - წერს ინგა გრიგოლია. ის ჰყვება იმის შესახებაც, რომ უცნობმა პირმა იცის მისი და მისი მშობლების მისამართი: „მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან... მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა...“ ინგა გრიგოლია წერს, რომ მან მიმართა პოლიციას, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია: „გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი. ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩვენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა!!!!!!“ ინგა გრიგოლიას თანახმად, უცნობი პირი მას ბოლოჯერ იმით დაემუქრა, რომ თუკი 20 მაისამდე მის მიერ მოთხოვნილ „რაღაც ქონებას“ არ დაუბრუნებს, ის მას სახლს შეუმტვრევს: „ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას ,სახლის კარს შემომიმტვრევს“, - წერს ინგა გრიგოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG