საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ 17 საათზე ბრიფინგს გამართავს. სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა შეკითხვებს, დაადასტურებს თუ არა პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვას, შეხვდა თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და აქვს თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე, 16 საათზე „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა.
ყველაზე პოპულარული
1