Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 8 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაყალბებულია“.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია. ამ ინსტიტუტის სიძლიერე კი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა. სისტემური ცვლილებების განხორციელება, ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებაზე გავლენის მოხდენა, დღევანდელ პრეზიდენტს მის ხელთ აღარარსებული ბერკეტების გამო აღარ შეუძლია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ყველამ იცის, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია. მისი თქმით, ყველა საარჩევნო კომისია, სრული ადმინისტრაციული რესურსი ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება. ამ ფონზე კი არჩევნებს აზრი დაკარგული აქვს. სწორედ ამიტომ ნინო ბურჯანაძე არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა იწყებს ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG