Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, ნუ დაუშვებს დონბასში არჩევნების ჩატარებას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ გააკრიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების გეგმა, რომელიც არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. იქვე მოგერინიმ მოსკოვს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა სეპარატისტებზე, რათა გადაათქმევინოს არჩევნების გამართვა. მოგერინის პრესმდივნის, მაია კოციანჩიჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცნობები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში 11 ნოემბერს „არჩევნების“ ჩატარების შესახებ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას. სეპარატისტების ლიდერების განცხადება დონბასში არჩევნების შესახებ დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი აქცია დევნილებად.

XS
SM
MD
LG