Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ დღეს დაასახელებს დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც დაუჭერს მხარს


9 სექტებერს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მმართველი „ქართული ოცნება“. გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება, დიდი ალბათობით პირველივე ტურში გაიმარჯვებს. „ქართული ოცნება“ შერჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატს, შემომწირველების მობილიზებით, ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 სექტემბერს დამთავრდა პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება. საარჩევნო ადმინისტრაციაში სულ 46 განაცხადი შევიდა. პრეზიდენტობის მსურველთა შორის ხუთი ქალია.

XS
SM
MD
LG