Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდა


ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე. 2018 წლის 12 სექტემბერი
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე. 2018 წლის 12 სექტემბერი

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილისთვის პატივის მიგებით. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა მუხათგვერდში, სადაც ყვავილებით შეამკო არჩილ ტატუნაშვილის საფლავი.

კერსტი კალიულაიდი თბილისს 12 სექტემბერს ეწვია. ესტონეთის პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018,“ რომელსაც მასპინძლობენ „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.“

XS
SM
MD
LG