Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: შავი პიარი არ გვინდა, თორემ ვაშაძის ფრაზებით, მას უყვარს რუსეთი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სპეკულაციები და ბინძური კამპანია მიმდინარეობს. „ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის ფონზე წარიმართოს საარჩევნო კამპანია, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი და არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ ფაქტიურად ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს "ვირჩევთ" საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ ამაზე კამპანიის აგება არ გვინდა. როცა კაცი გამოდის და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ გულში მუდმივად რჩება რუსეთის სიყვარული და მას აქვს პრეტენზია იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, ეს არის უბრალოდ პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან არ გვინდა დავემსგავსოთ მას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტერი სახელმწიფოს სიყვარული. “უბრალოდ, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვინდა ცივილური, ევროპული საარჩევნო კამპანია წარიმართოს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG